ერაზმუსის სტუდენტური ქსელის ლოკალური სექცია ESN Tbilisi ISU

26-02-2016
ერაზმუსის სტუდენტური ქსელის (Erasmus student network- ESN) ლოკალური სექცია ESN Tbilisi ISU აცხადებს წევრების მიღებას. 

ESN არის ერთ-ერთი უდიდესი სტუდენტური ორგანიზაცია ევროპის მასშტაბით, რომელიც აერთიანებს 14 500-ზე მეტ აქტიურ წევრს 38 ქვეყანაში. ESN წარმოადგენს მრავალპროფილურ ორგანიზაციას, რომლის მთავარი მიზნებია: გაცვლით სასწავლო პროგრამებში სტუდენტების ჩართვა, უცხოელი სტუდენტების მხარდაჭერა, მულტიკულტურული გარემოს შექმნის მიზნით სხვადასხვა აკადემიური თუ სოციალური ღონისძიების ორგანიზება. 

კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს პირს 18 წლის ასაკიდან, რომელიც იზიარებს ორგანიზაციის ფასეულობებს. გარდა ამისა, კონკურსში მონაწილე პირი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
* პროექტების ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი;
* გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი;
* პასუხისმგებლობის გრძნობა;
* უცხო ენის ცოდნის მაღალი დონე (მინიმუმ B2).

შესარჩევი ეტაპები:
- პირველ ეტაპზე კანდიდატებმა უნდა შეავსონ შესაბამისი აპლიკაცია
- მეორე ეტაპი - გასაუბრება, რომლის შედეგადაც მოხდება წევრების შერჩევა 

აპლიკაციის გამოგზავნის ბოლო ვადაა 5 მარტი, 23:59 საათი.

დამატებითი ინფორმაცია ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ Erasmus Student Network-ის ოფიციალურ ვებ გვერდზე: www.esn.org
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
ელ.ფოსტა: Info@esn.ge
ESN Facebook page

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები