იტალიელი სტუმრები

14-06-2010

 

 იტალიელი სტუმრები სტუ-ში

 
14 ივნისს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს  იტალიელი სტუმრები, კონცერნ „პედროლოს“  ხელმძღვანელი, თვალსაჩინო იტალიელი ბიზნესმენი, საზოგადო მოღვაწე და გამომგონებელი, დიპლომატი და მეცენატი სილვანო პედროლო, მისი მოადგილე რობერტო რეჯანი და ცნობილი ჟურნალისტი ფრანკო რუფო ეწვივნენ.
იტალიელ სტუმრებს შეხვდნენ სტუ-ს რექტორი, პროფ. არჩილ ფრანგიშვილი, ადმინისტრაციის წარმომადგენლები. უჩვენეს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო მიღწევების ამსახველი ფილმი, რომლის დასრულების შემდეგ სტუმრები ესაუბრნენ 
სტუ-ს აკადემიური საბჭოს წევრებს, მეუფე ანანია ჯაფარიძეს, პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს  გადაწყვეტილებით, უნივერსიტეტისადმი  გაწეული ღვაწლისათვის ბატონ პედროლოს უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა. რექტორმა მას საზეიმო ვითარებაში გადასცა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის დიპლომი და მედალი  და უსახსოვრა ტექნიკურ უნივერსიტეტში სამ ენაზე გამოცემული სილვანო პედროლოს წიგნი „წყალი – სიცოცხლის წყარო“.
მეუფე ანანია მიესალმა იტალიელ სტუმრებს. მან მოკლედ ისაუბრა საქართველო–იტალიის ისტორიულად ჩამოყალიბებულ სასულიერო ურთიერთობებზე და სტუმრებს საჩუქრად გადასცა მისი წიგნი: „საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ისტორია“
შეხვედრის დასასრულს იტალიელი სტუმრები რექტორატის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრნენ სტუ-ს შემოქმედებითი კოლექტივების კონცერტს თეატრ-სტუდია „მოდი, ნახეში“.

 

 


 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები