საჯარო ლექცია - დაფინანსების შესაძლებლობები ევროპის კვლევების საბჭოს ფარგლებში: მოწინავე მეცნიერთა მხარდაჭერა ევროპის მასშტაბით

16-02-2016
26 თებერვალს, 15:00 სთ,  შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ორგანიზებით, ჩატარდება ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) ვიცე-პრეზიდენტის, პროფ. მარტ საარმას საჯარო ლექცია / პრეზენტაცია - დაფინანსების შესაძლებლობები ევროპის კვლევების საბჭოს ფარგლებში: მოწინავე მეცნიერთა მხარდაჭერა ევროპის მასშტაბით (ERC Funding Opportunities: Supporting excellent researchers all over Europe).

შეხვედრაზე დასწრების მსურველებმა წინასწარი რეგისტრაცია უნდა გაიარონ ელ-ფოსტის შემდეგ მისამართზე: ERC.NCP@rustaveli.org.ge

რეგისტრაციისათვის საჭირო ინფორმაცია:
-         სახელი, გვარი;
-         სამეცნიერო ხარისხი (მაგ. ფიზიკის მეცნიერებათა/ ბილოგიის დოქტორი)
-         ორგანიზაცია (უნივერსიტეტი, კვლევითი ინსტიტუტი/ცენტრი);
-         საკონტაქტო ინფორმაცია (ელ-ფოსტა, ტელ.)

პრეზენტაციის ჩატარების ადგილი: შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი (მისამართი: ალექსიძის ქ. #1, თბილისი, 0193).

პრეზენტაციის ხანგრძლივობა: მოხსენება - 45 წუთი, დამატებით გათვალისწინებულია კითხვა-პასუხი. 

შეხვედრის სამუშაო ენა ინგლისური.

ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) საგრანტო პროგრამების შესახებ ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ გაეცნოთ ანიმაციურ ვიდეორგოლს: ნაბიჯ-ნაბიჯ ERC გრანტებისაკენ

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები