საინფორმაციო შეხვედრა - ესტონეთში უმაღლესი განათლების მიღების პერსპექტივები

16-02-2016 საინფორმაციო შეხვედრა - ესტონეთში უმაღლესი განათლების მიღების პერსპექტივები
16 თებერვალს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ესტონეთის უნივერსიტეტების წარმომადგენლებმა საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. საინფორმაციო შეხვედრაში მონაწილეობდნენ ტალინის ტექნილოგიური უნივერსიტეტის საერთაშორისო კომუნიკაციების ხელმძღვანელი, ქალბატონი ქეით კიისელი; ტარტუს უნივერსიტეტის საერთაშორისო მარკეტინგის ხელმძღვანელი, ქალბატონი ეველი სოო და კონსულტანტი აღმოსავლეთ ევროპასთან დაკავშირებით, ალექსანდრე ჩანადირი და ტალინის უნივერსიტეტის საერთაშორისო მარკეტინგის სპეციალისტი, ქალბატონი კაროლინ მაგი.


საინფორმაციო შეხვედრა - ესტონეთში უმაღლესი განათლების მიღების პერსპექტივები
ესტონელმა სტუმრებმა ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს ესტონეთში სწავლისა და უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობებსა და პერსპექტივებზე ვრცლად ესაუბრეს. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში  ჩატარდა, სადაც ქართველმა სტუდენტებმა მათთვის საინტერესო შეკითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს.

აღსანიშნავია, რომ ამჟამად ესტონეთში ქართველ სტუდენტთა რაოდენობა წინა წლის მონაცემებთან შედარებით დაახლოებით 150-დან 260-მდე გაიზარდა.
საინფორმაციო შეხვედრა - ესტონეთში უმაღლესი განათლების მიღების პერსპექტივები   საინფორმაციო შეხვედრა - ესტონეთში უმაღლესი განათლების მიღების პერსპექტივები
   საინფორმაციო შეხვედრა - ესტონეთში უმაღლესი განათლების მიღების პერსპექტივები   საინფორმაციო შეხვედრა - ესტონეთში უმაღლესი განათლების მიღების პერსპექტივები   

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები