სეზონური სკოლების საგრანტო კონკურსი

15-02-2016
სეზონური სკოლების 2016 წლის საგრანტო კონკურსი

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი აცხადებს სეზონური სკოლების 2016 წლის საგრანტო კონკურსს. სეზონური სკოლების 2016 წლის საგრანტო კონკურსის მიზნებია ახალგაზრდა მეცნიერთათვის და სტუდენტებისათვის სამეცნიერო სეზონური სკოლების/ბანაკების ორგანიზება და არსებულ სეზონურ სკოლათა ფუნქციონირების ხელშეწყობა; ქართული მეცნიერების განვითარების ხელშეწყობა და პოპულარიზაცია; ახალი კადრების მეცნიერებაში მოზიდვა, ახალგაზრდა მეცნიერთა კვალიფიკაციის ამაღლება, კვლევის მეთოდებში ტრენინგის, ტრანსფერული უნარ-ჩვევების განვითარებისა და ინტერდისციპლინური თანამშრომლობის წახალისება; საერთაშორისო თანამშრომლობის წახალისება და საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში ინტეგრირება.

კონკურსის ფარგლებში სეზონური სკოლები უნდა ჩატარდეს 2016 წლის 31 მაისიდან 2017 წლის 31 მაისის ჩათვლით.

თითოეული პროექტისათვის ფონდიდან მოთხოვნილი დაფინანსება არ უნდა აღემატებოდეს 45 000 ლარს. 

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განმცხადებელმა საკონკურსოდ მოთხოვნილი დოკუმენტაცია უნდა გააგზავნოს ელექტრონული ფოსტით შემდეგ მისამართზე: ss@rustaveli.org.ge, 2016 წლის 15 მარტის 16:00 სთ-მდე.

ამობეჭდილი და ხელმოწერილი განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ განმცხადებელმა უნდა წარმოადგინოს ფონდის კანცელარიაში არაუგვიანეს 2016 წლის 17 მარტის 16:00 სთ-მდე.


 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები