საგრანტო კონკურსს კვლევითი პროექტებისთვის ოქსფორდის უნივერსიტეტში

15-02-2016
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და ოქსფორდის უნივერსიტეტის ერთობლივი პროგრამის კონკურსი

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და ოქსფორდის უნივერსიტეტის ერთობლივი პროგრამის საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსდება კვლევითი პროექტები ოქსფორდის უნივერსიტეტის ქვეყანათმცოდნეობის ინტერდისციპლინური კვლევების სკოლის (http://www.area-studies.ox.ac.uk/), რუსეთისა და აღმოსავლეთ ევროპის კვლევების განყოფილების (http://www.rees.ox.ac.uk) ყველა სამეცნიერო მიმართულებით, რომელიც ეხება საქართველოს: ანთროპოლოგია, სოციოლოგია, ეკონომიკა, პოლიტიკა, საერთაშორისო ურთიერთობები, ისტორია, ხელოვნება, რელიგია, საზოგადოება და კულტურა.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს მოქალაქე, ფიზიკურ პირს, რომელსაც დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი შესაბამის დარგში მიენიჭა საგრანტო პროექტის განხორციელების დაწყებამდე ბოლო 12 წლის განმავლობაში. კონკურსში გამარჯვებული მიიღებს ოქსფორდის უნივერსიტეტში მიწვეული მკვლევარის სტატუსს და 2017 წლის იანვრიდან  გაემგზავრება ოქსფორდის უნივერსიტეტში საკუთარი კვლევითი პროექტის განსახორციელებლად.

კონკურსში მონაწილეობის მსურველმა ინგლისურ ენაზე უნდა წარმოადგინოს:
  • კვლევითი პროექტი (არაუმეტეს 1800 სიტყვა, MS WORD დოკუმენტი, შრიფტის ზომა 11, ინტერვალი - 1.15, ფონტი Times New Roman);
  • ავტობიოგრაფია (CV, არაუმეტეს 2 გვერდისა, PDF ფორმატში);
  • სამი რეკომენდატორის სია შემდეგი ინფორმაციის მითითებით: სახელი, გვარი, სამუშაოადგილი, საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი, ელ. ფოსტის მისამართი).
  • განცხადების შევსებული, ხელმოწერილი დოკუმენტი (დანართი 4);
  • აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი საბუთი PDF ფორმატში;
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (პირადობის მოწმობა/ საერთაშორისოპასპორტი) PDF ფორმატში.
გრანტის მაძიებელმა მეცნიერმა კონკურსში პროექტის დასარეგისტრირებლად ზემოაღნიშნულიწარმოსადგენი დოკუმენტები (1, 2, 3, 5, 6) უნდა გამოგზავნოს ელექტრონული ფოსტით შემდეგმისამართზე uo@rustaveli.org.ge, 2016 წლის 30 მაისის 18:00 სთ-მდე, ელექტრონულად რეგისტრირებულ პროექტს ენიჭება შიფრი, რომელიც ასევე ელექტრონული ფოსტით ეგზავნება მეცნიერს, გრანტის მაძიებელმა მეცნიერმა მიღებული შიფრი უნდა მიუთითოს განცხადებაზე კონკურსში მონაწილეობის შესახებ (დანართი 4) და შევსებული, ხელმოწერილი განცხადების ფორმაფონდის კანცელარიაში უნდა წარმოადგინოს არაუგვიანეს 31.05.2016 წლის 18:00 საათამდე.



 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები