ადრეული რეგისტრაცია აშშ-ის საბაკალავრო პროგრამებზე

11-02-2016
სტუდენტთა ადრეული რეგისტრაცია აშშ-ის საბაკალავრო პროგრამებზე სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტში (SDSU)

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (SDSU) საქართველოში აცხადებს სტუდენტების ადრეულ რეგისტრაციას აშშ-ის საბაკალავრო პროგრამებზე. ადრეული რეგისტრაციის ფარგლებში, სტუდენტები, რომლებიც 15 თებერვლიდან 15 მარტამდე შეიტანენ საბუთებს სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტში და წარმატებით გაივლიან შერჩევის პროცესს, პირობითად ჩაირიცხებიან SDSU-შიდა ავტომატურად მიიღებენ ნაწილობრივ დაფინანსებას უნივერსიტეტისგან.

2016 სასწავლო წელს სტუდენტებს შეუძლიათ ჩააბარონ სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის შემდეგ ამერიკულ საბაკალავრო პროგრამებზე:
• კომპიუტერული მეცნიერებები
• კომპიუტერული ინჟინერია
• ელექტრული ინჟინერია
• ქიმია/ბიოქიმიაში

სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, ერთი სემეტრით ან ერთი წლით სწავლა განაგრძონ SDSU-ს კალიფორნიის კამპუსში. კურსდამთავრებულები მიიღებენ ამერიკულ დიპლომს. პროგრამის პარტნიორები საქართველოში არიან:  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი..
სანდიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (SDSU), ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს უმაღლესი განათლების კომპონენტის ფარგლებში, საქართველოში ახორციელებს მაღალი ხარისხის, საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე (ABET, ACS, WASC) საბაკალავრო პროგრამებს საინჟინრო და ტექნოლოგიურ (STEM) დარგებში. კურსდამთავრებულები მიიღებენ ამერიკულ დიპლომს.

აღნიშნული პროგრამები ხელს შეუწყობს საქართველოში საბუნებისმეტყველო, ინჟინერიისა და ტექნოლოგიური დარგების განვითარებასა და ქვეყანაში მაღალკვალიფიციური სამუშაო ძალის მომზადებას. პროექტი ხორციელდება აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) მეორე კომპაქტის ფინანსური მხარდაჭერით.

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ:
ელენე ალადაშვილი 
ტელ.: 577974004
ელ.ფოსტა: ealadashvili@mail.sdsu.edu

სოფიო ჭაავა
ტელ.: 577042288 
ელ.ფოსტა: schaava@mail.sdsu.edu
ან ეწვიეთ: SDSU – საქართველოს ვებგვერდებს:
www.Georgia.sdsu.edu 
www.facebook.com/SDSU.Georgia

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები