ღია კონკურსი - სტუ-ს ბიბლიოთეკის დირექტორის თანამდებობა

03-02-2016
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად ღია კონკურსის გამოცხადების შესახებ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2016 წლის 2 თებერვლის დადგენილების შესაბამისად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის დირექტორის არჩევნები აკადემიურ საბჭოში დაინიშნა 2016 წლის 24 თებერვალს. კანდიდატთა სამოქმედო პროგრამების მოსმენა აკადემიურ საბჭოში გაიმართება 2016 წლის 22 თებერვალს.  
არჩევნებში მონაწილე კანდიდატთა რეგისტრაცია იწყება 2016 წლის 11 თებერვალს და მიმდინარეობს 2016 წლის 17 თებერვლის  ჩათვლით;  
ბიბლიოთეკის დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია პირს, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო-პედაგოგიური და პროფილით მუშაობის  გამოცდილება;
კონკურსანტმა საარჩევნო კომისიას უნდა წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტაცია: დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი და ასლი, სამეცნიერო-პედაგოგიური და პროფილით  მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი, ავტობიოგრაფია (CV), პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი და ასლი, სამოქმედო პროგრამა და 1 ფოტო სურათი (ზომით 3x4  სმ);

საბუთები მიიღება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში. მის: კოსტავას ქ. #77, მე-3 სართული, ოთახი #325.
საკონტაქტო პირი - დენიტა ბიბილეიშვილი.
ტელ.: 2 36 41 84.
საბუთების მიიღება იწარმოებს ყოველ დღე 10:00-დან 17:00 საათამდე.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის
აკადემიური საბჭო

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები