სანდკორნ-თეატრი

01-06-2010
"სანდკორნ - თეატრის" ვიზიტი საქართველოში
 
23 მაისს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მოწვევით, საქართველოში ჩამოვიდა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ქალაქ კარლსრუეს სანდკორნ-თეატრის დასი. სტუმრებმა სტუ-ს თეატრ-სტუდია “მოდი-ნახეს” დარბაზში 24-27 მაისს წარმოადგინეს სპექტაკლები: “ყაჩაღები”,“კონტრაბასი”, “კომედია მატარებელში”, ხოლო 29 მაისს “მოდი-ნახეს” დარბაზში გაიმართა სანდკორნ-თეატრის რეჟისორის ზიგფრიდ კრაინერის 70 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო კონცერტი, რომელშიც სტუ-ს ამჟამინდელი და ძველი შემოქმედებითი კოლექტივები იღებდა მონაწილეობას.
29 მაისს, სანდკორნ-თეატრის დასის წევრებს საქართველოს ტექნიკური უნივერიტეტის რექტორმა  არჩილ ფრანგიშვილმა უმასპინძლა. შეხვედრაზე ორივე მხარე მიესალმა იმ ურთიერთობას, რომელიც სტუ-ს თეატრ-სტუდია “მოდი-ნახესა” და სანდკორნ-თეატრს უკვე 25 წელია აკავშირებს.  შეხვედრაზე ასევე განიხილულ იქნა ურთიერთთანამშრომლობის სამომავლო გეგმები.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები