პროფ. ძიგრაშვილის საერთაშორისო აღიარება

05-01-2016
სტუ-ს პროფესორის საერთაშორისო აღიარება

2015 წლის 23 დეკემბერს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტის პროფესორი თეიმურაზ ძიგრაშვილი არჩეული იქნა ამერიკის ქიმიური საზოგადოების წევრად.

პროფ. ძიგრაშვილი 1980 წლიდან მუშაობს ტექნიკური უნივერსიტეტის სტრუქტურულ კვლევათა რესპუბლიკურ ცენტრში და პარალელურად კითხულობს ლექციებს ნივთიერებების კვლევის დიფრაქციულ მეთოდებსა და კრისტალოფიზიკაში.

ქართველი პროფესორი, ასევე, ბრიტანეთის კომპიუტერული საზოგადოებისა და კრისტალოგრაფთა საერთაშორისო კავშირის წევრია. ის შეტანილია საერთაშორისო ბიოგრაფიულ ლექსიკონში და მარკიზის გამოცემაში Who’s Who in the World 2016 (აშშ).

პროფესორი გამორჩეული პროფესიული მიღწევებისათვის დაჯილდოებულია ღირსების მედლით.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები