დისკუსია

24-05-2010
დისკუსია ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის შესახებ
 
2010 წლის 21 მაისს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში, გაიმართა დისკუსია სისხლის სამართლის ახალ საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ ნოვაციაზე, - ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის შემოღებაზე.  შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილი,  უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის თავმჯდომარე ზაზა მეიშვილი, სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები,  გახსნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა არჩილ ფრანგიშვილმა. აღნიშნულ შეხვედრაზე ნაჩვენები იქნა ფილმი “12 განრისხებული მამაკაცი”. შემდეგ გაიმართა დისკუსია, რომელშიც აქტიური  მონაწილეობა მიიღეს სტუ-ს სტუდენტებმა და მოწვეულმა სტუმრებმა.
 
 


 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები