საქართველოს ოლიმპიელთა კლუბი

21-05-2010
საქართველოს ოლიმპიელთა კლუბი
 
სამგზის ოლიმპიური ჩემპიონის, კახი კახიაშვილისა და  “საქართველოს ოლიმპიელთა კლუბის” თაოსნობით  იგეგმება  “საქართველოს მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონთა კლუბის” დაფუძნება, რომლის მიზანი  ახალგაზრდებში სპორტის პოპულარიზაცია და ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდა იქნება.
 
21 მაისს კლუბის პირველ შეხვედრას საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა უმასპინძლა.  
მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ ცნობილი ქართველი სპორტსმენები: რამაზ ნოზაძე, ნესტორ ხერგიანი, ნინო სალუქვაძე, ზურაბ ზვიადაური,  გიორგი ასანიძე, ელისო ბედოშვილი, ომარ ბლიაძე, რობერტ შავლაყაძე, მაია აზარაშვილი, გელა კეტაშვილი, ზაურ ცხადაძე, რომან რურუა, გურამ საღარაძე, მანუჩარ კვირკველია.
 
შეხვედრა სტუდენტებთან კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. სპორტსმენებმა სტუდენტების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხეს. ახალგაზრდების  წახალისების მიზნით, მოეწყო გათამაშება:  სტუდენტებს, რომლებმაც სწორი პასუხები გასცეს ოლიმპიელების მიერ დასმულ შეკითხვებს, საჩუქრად ოლიმპიური ენციკლოპედიები და ორტომეულები გადაეცათ. ბოლოს ნაჩვენები იქნა სპეციალურად შეხვედრისთვის მომზადებული დოკუმენტური ფილმი.
 
მომავალში მსგავსი ტიპის შეხვედრების გამართვა საქართველოს სხვადასხვა სკოლასა და უმაღლეს სასწავლებელშიც იგეგმება.
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები