უნგრეთის სასწავლო სტიპენდიების პროგრამა

04-02-2016
უნგრეთის მთავრობის სტიპენდიები

უნგრეთის მთავრობის ადამიანური რესურსების სამინისტროსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის არსებული საგანმანათლებლო გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, უნგრეთის მხარე ქართულ მხარეს სთავაზობს სასწავლო სტიპენდიებს წელიწადში 50 ქართველი სტუდენტისთვის, შემდეგი ჩარჩოს შესაბამისად:

• 10 სასწავლო სტიპენდია სრული და ნაწილობრივი (part-time studies) საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებისთვის სოფლის მეურნეობის სფეროში
• 10 სტიპენდია საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მდგრადი განვითარების სფეროში
• 5 სტიპენდია საექთნო საქმეში
• 10 სტიპენდია ინჟინერიასა და ტექნოლოგიაში
• 10 სტიპენდია წყლის რესურსების მართვაში, ეკონომიკასა და ბიზნესადმინისტრირებაში 
• 5 სტიპენდია სრული სადოქტორო პროგრამისათვის ინგლისურ ენაზე ნებისმიერ სფეროში

ნაწილობრივი (part-time studies) საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების შემთხვევაში სწავლების პერიოდი მოიცავს ერთ აკადემიურ წელს და სწავლა მიმდინარეობს ინგლისურ ენაზე.

ქართველი სტუდენტებისთვის სტიპენდიის მოპოვება შესაძლებელია მხოლოდ საქართველოსთვის გამოყოფილი შემდეგი სფეროების მიხედვით:

• სოფლის მეურნეობა
• საბუნებისმეტყველო მეცნიერებები და მდგრადი განვითარება
• საექთნო საქმე
• ინჟინერია და ტექნოლოგია
• წყლის რესურსების მართვა
• ეკონომიკა და ბიზნესადმინისტრირება
• სადოქტორო პროგრამის შემთხვევაში არჩევანი თავისუფალია

სტუდენტებს მოეთხოვებათ სასურველი საგანმანათლებლო პროგრამისთვის აუცილებელი უცხო ენის გარკვეულ დონეზე ფლობა. 

სტუდენტებისთვის სწავლის პროცესის უნგრულ ენაზე წარმართვის შემთხვევაში, ისინი გაივლიან უნგრული ენის ერთწლიან მოსამზადებელ კურსს. უნგრულ ენასთან ერთად სტუდენტები, ასევე, გაივლიან მათ მიერ არჩეულ სფეროსთან დაკავშირებულ საგნებს.

ონლაინ სააპლიკაციო სისტემა გაიხსნა 2016 წლის იანვარში და დაიხურება 2016 წლის 16 მარტს.

შესაბამისი საბუთების მიღება იწარმოებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, შემდეგ ელ-ფოსტებზე: abaramia@mes.gov.ge და rjobava@mes.gov.ge, და აგრეთვე, სასტიპენდიო პროგრამის სააპლიკაციო ბმულზე, რომელიც გაიხსნა 2016 წლის იანვარში და დაიხურება 2016 წლის 16 მარტს.

დეტალური ინფორმაციისათვის: 
http://www.tka.hu/international-programmes/2966/stipendium-hungaricum/

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები