გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე სტუ-ში

20-11-2015
შეხვედრა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილესთან

18 ნოემბერს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე თეიმურაზ მურღულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენების მიმართულების სტუდენტებს შეხვდა, სადაც მინისტრის მოადგილემ სტუდენტებს სამინისტროს ხედვები, გარემოს დაცვითი პოლიტიკა, პრიორიტეტები და დაგეგმილი აქტივობები გააცნო.

თეიმურაზ მურღულია სტუდენტებს გარემოს დაცვის სფეროში საზოგადოების, მათ შორის ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობაზე, მათი პროფესიის მნიშვნელობასა და სამომავლოდ დასაქმების პერსპექტივებზე ესაუბრა. მან ხაზი გაუსვა ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების პროცესში, ქვეყანაში გარემოსდაცვითი პროფესიების საჭიროებისა და მოთხოვნის ზრდის საკითხს. შეხვედრა ინტერაქტიულ ფორმატში გაგრძელდა. სტუდენტებმა მინისტრის მოადგილისგან მათთვის საინტერესო საკითხებზე სამინისტროს მოსაზრებები მოისმინეს.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები