პროექტი DESIRE

09-11-2015
ტემპუსის პროექტი DESIRE

„ჩაშენებული სისტემების განვითარება ინოვაციური ვირტუალური მიდგომების გამოყენებით კვლევის, განათლებისა და წარმოების ინტეგრაციისთვის - უკრაინა, სომხეთი, საქართველო“

27-29 ოქტომბერს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩატარდა ევროკომისიის მიერ ტემპუსის საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსებული პროექტის „ჩაშენებული სისტემების განვითარება ინოვაციური ვირტუალური მიდგომების გამოყენებით კვლევის, განათლებისა და წარმოების ინტეგრაციისთვის - უკრაინა, სომხეთი, საქართველო“ - DESIRE 544091-TEMPUS-1-2013-1-BE-TEMPUS-JPCR (Development of Embedded System courses with implementation of Innovative virtual approaches for integration of Education, Research and Production in UA, GE, AM - DESire 2013) საკოორდინაციო შეხვედრა და მასტერკლასები. პროექტის კოორდინატორია ტომას მორის საუნივერსიტეტო კოლეჯი (მეჰელენი, ბელგია).

შეხვედრას ესწრებოდნენ პროექტის მონაწილე 12 ინსტიტუციის წარმომადგენლები, ბელგიის, სლოვაკეთის, უკრაინის, სომხეთისა და საქართველოს საგანმანათლებლო ორგანიზაციებიდან. ვებ-კონფერენციის საშუალებით შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს გერმანიის ილმენაუს უნივერსიტეტის წარმომადგენლებმაც.

საკოორდინაციო შეხვედრაზე განხილული იქნა პროექტის ფარგლებში მიღწეული შედეგები, გაიმართა დისკუსია არსებულ პრობლემებსა და სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით.

TEMPUS საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსებულ სხვა პროექტებთან თანამშრომლობისა და შედეგების გაზიარების მიზნით, პროფ. გიორგი ძიძიგურმა გააკეთა პრეზენტაცია EANET პროექტის შესახებ. ასევე, დაანონსდა აღნიშნული პროექტის ფარგლებში სტუ-ს მეწარმე კურსდამთავრებულთა კავშირის (GEAR) (GTU Entrepreneur Alumni Reunion - GEAR) შექმნის შესახებ ინფორმაცია.

მასტერკლასები მიჰყავდათ ბელგიის ტომას მორის საუნივერსიტეტო კოლეჯისა და ლიუვენის კათოლიკე უნივერსიტეტის წარმომადგენლებს. მასტერკლასებს ესწრებოდნენ როგორც მოწვეული სტუმრები, ასევე სტუ-ს მართვის სისტემებისა და ტესტ-ინჟინერინგის დეპარტამენტის პროფესორები და სტუდენტები.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები