ICME

29-10-2015
"შავი ზღვის სანაპირო რეგიონების გარემოსდაცვითი პრობლემების ინტეგრირებული მონიტორინგი და მათი გადაჭრის გზები" (ICME)  ხელმძღვანელი კომიტეტის III შეხვედრა და სამეცნიერო სემინარი

20 - 21 ოქტომბერს ერევანში, სომხეთის არქიტექტურისა და მშენებლობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ჩატარდა ევროკავშირის პროგრამის Black-sea-ს ფარგლებში გამარჯვებული საგრანტო პროექტის "საზღვაო საპორტო რეგიონებში გარემოსდაცვითი პრობლემების გაერთიანებული მონიტორინგი და მათი გადაჭრის გზები" მონაწილე ქვეყნების ხელმძღვანელი კომიტეტის III სხდომა და ორი სამეცნიერო სემინარი.

შეხვედრების ორგანიზატორი იყო სომხეთის არქიტექტურისა და მშენებლობის სახელმწიფო უნივერსიტეტი (NUAC). სხდომებს თავმჯდომარეობდა პროფ. არესტაკ სარუხანიანი. მისასამებელი სიტყვით გამოვიდა უნივერსიტეტის რექტორი პროფესორი გ. გალსტიანი.

20 ოქტომბერს ხელმძღვანელი კომიტეტის სხდომის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს საბერძნეთიდან ქ. სალონიკის მუნიციპალიტეტის, თურქეთის კარადენიზის ტექნიკური უნივერსიტეტი (KTU), სომხეთის არქიტექტურისა და მშენებლობის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს კავშირი "მეცნიერება და ენერგეტიკა" წარმომადგენლებმა. მუშა ჯგუფმა დაამტკიცა II სხდომის ოქმი. განიხილეს პროექტის სამოქმედო გეგმა და ბიუჯეტის შესრულების მდგომარეობა. შემოწმდა გაწეული ხარჯები. დაზუსტდა ხელმძღვანელი კომიტეტის შემდეგი სხდომის თარიღი – სალონიკი ნოემბრის შუა რიცხვები. ობიექტური მიზეზების გამო პროექტი გაგრძელდა 15 დეკემბრამდე. პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებს დაევალათ გამოქვეყნებული პრესრელიზების და სტატიების დადგენილი ფორმით დროული გაგზავნა წამყვან ორგანიზაციაში, მათი შემდგომი პრესაში გაშუქებისათვის და ვებ-საიტზე განთავსებისათვის.

სალონიკის მუნიციპალიტეტის, კარადენიზის ტექნიკური უნივერსიტეტის, სომხეთის არქიტექტურისა და მშენებლობის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს კავშირის "მეცნიერება და ენერგეტიკის" წარმომადგენლებთან ერთად, სხდომას ესწრებოდნენ სომხეთის არქიტექტურისა და მშენებლობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორ-მასწავლებლები.

სემინარი მიეძღვნა ჰიდროდინამიკური და მათემატიკური მოდელირების შედეგებს, შეგროვილი მონაცემების სისტემატიზაციასა და მათი დამუშავების საკითხებს. ბერძნულმა მხარემ (პროფ. პარასკევი ცომაკა) აუდიტორიას მოუთხრო სალონიკის პორტში თერმაიკოისის შენაკადის წყლის ხარისხის კონტროლის პროგრამის დაპროექტებისა და დანერგვის შესახებ. თურქულმა მხარემ (პროფ. კადირ სეიჰანი) კი ტრაბზონის პორტის აკვატორიის შევსების შესწავლის შესახებ. ქართველმა წარმომადგენელმა, პროფესორმა შალვა გაგოშიძემ ისაუბრა ფოთის პორტის აკვატორიაში წყლის დაბინძურებისა და ნატანის მიგრაციის მათემატიკურ მოდელირებაზე, სომხურმა მხარემ კი (პროფ. პარგევ ბალჯიანი)  - მდ. რიონის ნატანის ლაბორატორიული მოდელირების შესახებ.

21 ოქტომბერს გაიმართა მრგვალი მაგიდა – ხელმძღვანელი კომიტეტის მე-3 სხდომის შედეგების შეჯამება. სემინარი დაეთმო წყლის ხარისხის კონტროლისა და ნატანის ტრანსპორტირების მოდელირებების და მისი შემდგომი დამუშავების აღწერას. ფოთის და მიმდებარე შავიზღვისპირა რეგიონებში წყლის  ხარისხის კვლევის შედეგების განხილვა. დაათვალიერეს უნივერსიტეტის ჰიდროლოგიის სამეცნიერო კვლევითი ლაბორატორია, შეისწავლეს ფოთის აკვატორიის შედეგები. შედგა ექსპერიმენტის დემონსტრაცია. გაიმართა მიღებული შედეგების კრიტიკული ანალიზი. შეხვედრამ ჩაიარა საქმიან, გულთბილ ვითარებაში.

პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ, კავშირ "მეცნიერება და ენერგეტიკას" ფინანსური მონაწილეობით.

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ: 
მერაბ ლორთქიფანიძე 558 77 65 59
Emai  - tami@dsl.ge,  http://icme-blacksea.eu/

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები