სტუ-ს სტუდენტთა კეთილსინდისიერების საშემოდგომო ბანაკ/სკოლა

28-10-2015
ღია კონკურსი სტუ-ს სტუდენტებისათვის

„სტუ-ს სტუდენტთა კეთილსინდისიერების საშემოდგომო ბანაკ/სკოლა“

სტუ-ს სტუდენტებს ვიწვევთ „სტუ-ს სტუდენტთა კეთილსინდისიერების საშემოდგომო ბანაკ/სკოლაში“ მონაწილეობის მისაღებად, რომელიც მოეწყობა არასამთავრობო ორგანიზაცია ბიბლიოთეკა-კულტურული ცენტრი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ”თანადგომას” ოფისში და იმუშავებს 2015 წლის 26-დან 29 ნოემბრის ჩათვლით.

ბანაკი/სკოლა მოიცავს თემატურ სასწავლო სესიებს კეთილსინდისიერების, კორუფციისა და კორუფციის წინააღმდეგ სწავლების იმგვარი სრული საკლასო ტექნიკის გამოყენებით, როგორიცაა: ლექცია/პრეზენტაცია, „ქეის-სთადი“, კრიტიკული დებატები. ღონისძიების მსვლელობისას გამოყენებულ იქნება სწავლების ისეთი ინტერაქტიული და ექსპერიმენტალური მეთოდი, როგორიცაა „როლური თამაში“. ბანაკ/სკოლის ჩარჩოებში სტუდენტები აგრეთვე გაეცნობიან კეთილსინდისიერების თემური მშენებლობისა და სოციალური ანგარიშვალდებულების აქტივობებს სტუდენტებისა და მოქალაქეებისათვის და განსაკუთრებულად შეისწავლიან ე.წ. სამოქალაქო ბარათების მეთოდს.
სტუ-სთან თანამშრომლობით, პროექტს მხარს უჭერს ორგანიზაცია Integrity Action და ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაცია ”თანადგომა” და სტუ-ს ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტის ლიბერალურ მეცნიერებათა დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, ევროინტეგრაციული პროცესების შემსწავლელი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის თანამშრომელი, სოციალური მეცნიერებების დოქტორი (პოლიტიკის მეცნიერების დარგში) ხათუნა ჩაფიჩაძე.

„სტუ-ს სტუდენტთა კეთილსინდისიერების საშემოდგომო ბანაკი/სკოლა“ პროექტის „სტუ-ს სტუდენტთა კეთილსინდისიერების საშემოდგომო ბანაკი/სკოლა და კეთილსინდისიერების თემური მშენებლობისა და სოციალური ანგარიშვალდებულების აქტივობები“ განხორციელების პირველი ეტაპია.

საჭირო დოკუმენტაცია: 
• შევსებული განაცხადის ფორმა
• სამოტივაციო წერილი
• კალენდარული ავტობიოგრაფია (CV)
• სტუ-ს სტუდენტური ბარათის ასლი
• პირადობის მოწმობის ასლი
• სხვა მხარდამჭერი დოკუმენტაცია (სერტიფიკატები, დიპლომები და ა.შ.)
• ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად და ამ შემთხვევაში კონკურსანტებმა ელექტრონულადვე უნდა გამოაგზავნონენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის ან სხვა შესაბამისი დოკუმენტის ასლი.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 10 ნოემბრამდე ელექტრონულად უნდა გამოაგზავნონ ზემოაღნიშნული დოკუმენტაცია, ელ. ფოსტაზე: khatuna.khatuna@gmail.com

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები