შემოსავლების სამსახურის თანამშრომელთათვის სერტიფიკატების გადაცემა

23-09-2015
შემოსავლების სამსახურის თანამშრომელთათვის სერტიფიკატების გადაცემა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და სსიპ “შემოსავლების სამსახურს” შორის რამდენიმე წელია მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობა ხორციელდება თანამშრომელთა “ძვირფასი ლითონებისა” და “ძვირფასქვიანი საიუველირო ნაწარმის” შემფასებელთა გადამზადების კუთხით. წელსაც, 28 ივლისს დადებული N1/319 ხელშეკრულების თანახმად, შემოსავლების სამსახურის 17 თანამშრომელმა აგვისტო-სექტემბრის თვეში გაიარა “ძვირფასქვიანი საიუველირო ნაწარმის” შემფასებელთა კურსი. კურსდამთავრებულებმა წარმატებით ჩააბარეს შესაბამისი ტესტირება და ჩვიდმეტივე მსმენელს გადაეცა შესაბამისი ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი. წელსვე დაგეგმილია თანამშრომელთა კიდევ ერთი ჯგუფის გადამზადება.
შემოსავლების სამსახურის თანამშრომლები კვალიფიკაციის შემდგომი ამაღლების მიზნით სისტემატურად თანამშრომლობენ სტუ-ს გამოყენებითი გეოლოგიის დეპარტამენტის პროფესორ-მასწავლებლებთან.

სერტიფიკატის გადაცემას ესწრებოდნენ სტუ-ს რექტორის მოადგილე, პროფ. ზურაბ გასიტაშვილი, კურსების ხელმძღვანელი, გამოყენებითი გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსი, პროფ. ნოდარ ფოფორაძე, კურსების წამყვანი პედაგოგები, ასოც. პროფ. ხათუნა გაჩეჩილაძე და აკადემიური დოქტორი, ოლღა სესკურია.
“შემოსავლების სამსახურის” მხრიდან  სერტიფიკატების გადაცემას დაესწრნენ საბაჟო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, გიორგი კობეშავიძე, საბაჟო კონტროლის ორგანიზაციის სამმართველოს უფროსის მოადგილე, ანა გოგორიშვილი, შემოსავლების სამსახურის აპარატის მრჩეველი, გვანცა გულიშვილი.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები