სტუ ერაზმუს+-ის პროექტში

15-09-2015
სტუ ERASMUS+ პროექტში

სამი ქართული უნივერსიტეტი: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი (სტუ), თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი (თსსუ) და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი (აწსუ) მონაწილეობენ ERASMUS-ის 2015/2016 წწ. მობილობის პროექტში, რომელსაც კოორდინაციას უწევს დასავლეთ-პომერანიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (ქ. შჩეცინი, პოლონეთი).

პროექტი ხორციელდება ERASMUS+-ის 1KA107-ის პროგრამის - „უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის მობილობა, პროგრამასა (1KA107) და  პარტნიორ ქვეყნებს  შორის“.

პროექტის თანამონაწილე, როგორც პარტნიორი, სტუ სრულად (ყველა ასპექტში) ითვალისწინებს Erasmus-ის ორგანიზაციის ქარტიის მობილობის ორგანიზაციულ და მართვის ყველა მოთხოვნას, კერძოდ, იმ კრედიტებისა და სწავლების შედეგების მიღება, რასაც სტუდენტმა მიაღწია პარტნიორ ორგანიზაციაში.
2015/2016 აკადემიურ წელს დასავლეთ-პომერანიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტში, ქ. შჩეცინი, პოლონეთი, დაგეგმილია შემდეგი აქტივობების განხორციელება:

სტუდენტების მობილობა:
1 ნაკადი სტუ-დან (1 სტუდენტი მეორე ციკლიდან, მიმართულება: ელექტრონიკა და ავტომატიზაცია ან ინტერდისციპლინარული), ხანგძლივობით 5 თვე (გაზაფხულის სემესტრი 2015/2016).
დასავლეთ-პომერანიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტში, პოლონეთი, სწავლის პერიოდი არ გახანგძლივდება, და ეს გარემოება გათვალისწინებული იქნება სტუ-ს მიერ. 

პერსონალის მობილობა:
2 სასწავლო ნაკადი (შეთავაზება ეხება პროექტში მონაწილე ყველა ქართულ უნივერსიტეტს), ხანგძლივობა 5 დღე (min 8 სასწავლო საათი, ინდივიდუალური უწყებათაშორისო ხელშეკრულებების შეთანხმების ფორმატში) (შემოდგომის სემესტრი 2015/ 2016).
1 სასწავლო ნაკადი სტუ-დან  ხანგძლივობა 5 დღე (თემა: სტუდენტებისა და პერსონალის მაღალი ხარისხის აკადემიური მობილობა, ფორმალური და ადმინისტრაციული ასპექტების თვალსაზრისით) (სექტემბერი - ოქტომბერი 2015).

შერჩეული სტუდენტები და თანამშრომლები ERASMUS+-საგან მიიღებენ ფინანსურ მხარდაჭერას.

ვრცლად ინფორმაცია, შერჩევის კრიტერიუმების, ფინანსების დოკუმენტებისა და ვადების შესახებ, გასაჯაროვდება უახლოვეს მომავალში.

საკონტაქტო პირები:
სტუ-ს კოორდინატორი: სრული პროფესორი სერგო დადუნაშვილი - (dadu@gtu.ge).
სტუ-ს სასწავლო პროგრამების კოორდინატორი: სრული პროფესორი ირინა გოცირიძე (irgocci@gmail.com).
პროექტის კოორდინატორი: ქნ-ი აგატა ბრუსკა, დასავლეთ-პომერანიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი ქ. შჩეცინი, Piastów-ის ქუჩა 17, 70-310 შჩეცინი, პოლონეთი, e-mail: international @zut.edu.pl.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები