ტალინელი სტუმრები

07-04-2010
ტალინელი სტუმრები
 
7 აპრილს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს სტუმრობდნენ ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის წარმომადგენლები: ქეით კისელი - საერთაშორისო სწავლების ცენტრის კოორდინატორი და არჩილ ჩოჩუა - ტალინის სამართლის სკოლის პროექტის მენეჯერი.
გიორგი ნიკოლაძის სახ. მცირე სააქტო დარბაზში ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა აღნიშნული უმაღლესი სასწავლებლის შესახებ ინფორმაცია წარმოადგინეს..
შეხვედრას ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე სტუმრებმა დამსწრეთ მოკლედ გააცნეს ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მიზნები და სამომავლო გეგმები, რომელიც სტუდენტთა განათლების მხარდაჭერას და გაცვლით პროგრამების უზრუნველყოფას გულისხმობს. მათ ასევე ვრცლად ისაუბრეს იმ შესაძლებლობების შესახებ, რომლებიც საშუალებას მისცემს ქართველ სტუდენტებს განათლება მიიღონ აღნიშნულ უმაღლეს სასწავლებელში.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები