ბიორესურსებისა და ბუნებითსარგებლობის ეროვნული უნივერსიტეტი

17-07-2015
უკრაინის ბიორესურსებისა და ბუნებითსარგებლობის ეროვნული უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან შეხვედრა

17 ივლისს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს სტუმრობდნენ უკრაინის ბიორესურსებისა და ბუნებითსარგებლობის ეროვნული უნივერსიტეტის წარმომადგენლები: უნივერსიტეტის რექტორი, პროფ. სტანისლავ ნიკოლაენკო; მეცხოველეობისა და წყლის ბიორესურსების ფაკულტეტის დეკანი, პროფ. ვადიმ კონდტრატიუკი და საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების უფროსი, პროფ. ვადიმ ტკაჩუკი.

შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ საქართველოს სოფლის მეურნეობის  მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე  დოქტორი  ანატოლი  გიორგაძე, სტუ-ს ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ასევე, სტუ-ს აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის ხელმძღვანელი, პროფ. გიგა ქვარცხავა.




შეხვედრაზე ხელი მოეწერა თანამშრომლობის მემორანდუმს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და უკრაინის ბიორესურსებისა და ბუნებითსარგებლობის ეროვნულ უნივერსიტეტს შორის.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები