ინოვაციური ტექნოლოგიები მეტალურგიასა და მასალათმცოდნეობაში

15-07-2015
საერთაშორისო კონფერენცია
"ინოვაციური ტექნოლოგიები მეტალურგიასა და მასალათმცოდნეობაში"

16 ივლისს, 10:00 სთ., საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიხსნება სერგო (სეირან) მაზმიშვილის 80 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია 
"ინოვაციური ტექნოლოგიები მეტალურგიასა და მასალათმცოდნეობაში".

კონფერენცია მეტალურგიაში თანამედროვე მეთოდებისა და ინოვაციების გაცნობა-დანერგვას, ქართველ მეცნიერთა უნივერსიტეტებთან, კვლევით დაწესებულებებთან და უცხოელ კოლეგებთან საერთაშორისო კონტაქტების აღდგენა-დამყარებას ისახავს მიზნად.

კონფერენციის სამუშაო თემატიკა მოიცავს შემდეგ საკითხებს: ნანოტექნოლოგიები მეტალურგიასა და ქიმიაში; შავი ლითონების მეტალურგია; ფერადი ლითონების მეტალურგია; შედუღება; ლითონმცოდნეობა; ლითონების თერმული და წნევითი დამუშავება; სამსხმელო წარმოება; პრეციზიული და კომპოზიციური მასალები; ფიზიკური ქიმია მეტალურგიასა და მასალათმცოდნეობაში.

კონფერენციაში მონაწილეობენ მეცნიერები და დარგის სპეციალისტები, როგორც საქართველოდან, ასევე საზღვარგარეთიდან, კერძოდ: უკრაინიდან, რუსეთიდან, გერმანიიდან, თურქეთიდან, ირანიდან, ყაზახეთიდან, აზერბაიჯანიდან და ბრაზილიიდან.

კონფერენციის პროგრამა მრავალფეროვანია და გარდა საკონფერენციო სხდომებისა, მონაწილეთათვის მოეწყობა ექსკურსიები როგორც თბილისსა და მცხეთაში, ასევე ნეკრესში, სადაც ისინი გაეცნობიან ჩვენი ქალაქის და ქვეყნის ისტორიასა და ღირსშესანიშნაობებს.

საერთაშორისო კონფერენცია სამდღიანია და 18 ივლისს დასრულდება.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები