პროფესორ სუ კუანდის დაჯილდოება

01-07-2015
ჩინეთის დელეგაციის ვიზიტი სტუ-ში და ჩინეთის საინჟინრო აკადემიის საპატიო თავმჯდომარის, პროფ. სუ კუანდის დაჯილდოება

1 ივლისს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ეწვია ჩინეთის საინჟინრო აკადემიისა და ჩინელი ხალხის საგარეო საქმეთა ინსტიტუტის ოფიციალური წარმომადგენლების დელეგაცია, ჩინეთის საინჟინრო აკადემიის საპატიო თავმჯდომარის, პროფ. სუ კუანდის  ხელმძღვანელობით.
ვიზიტის მიზანია ჩინეთის მთავრობის მიერ ინიცირებულ „აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყელის“ პროექტში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მონაწილეობასთან დაკავშირებული  დეტალების განხილვა.
ჩინეთის დელეგაციის სტუმრობისას მეტალურგიასა და საინჟინრო სფეროში განსაკუთრებული მიღწევებისთვის, განათლების რეფორმაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის, “აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყელის” პროექტში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჩართულობის ხელშეწყობისთვის ჩინეთის საინჟინრო აკადემიის საპატიო თავმჯდომარეს, პროფ. სუ კუანდის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის ხარისხი მიენიჭა.
   

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები