სტუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის განცხადება

19-06-2015
სტუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის განცხადება

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა კიდევ ერთხელ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თბილისში მომხდარი სტიქიური უბედურების გამო და თანაგრძნობას უცხადებს გარდაცვლილთა ოჯახებს.

სტუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით 14 ივნისის დილიდანვე მოხდა სტუდენტური რაზმების მობილიზება და სტუ-ს სტუდენტები რამოდენიმე დღეა აქტიურად არიან ჩართული და შეძლებისდაგვარად ცდილობენ დახმარება გაუწიონ დაზარალებულ მოსახლეობას და  მონაწილოება მიიღონ დედაქალაქის გაწმენდით სამუშაოებში.

სტუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის გადაწყვეტილებით გარდაცვლილთა და დაზარალებულთა ოჯახების დასახმარებლად ქ. თბილისის მერიის შესაბამის ფონდში გადაირიცხება 2 000 ლარი რომელიც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს გადაეცა „სტუდენტური დღეები 2015“-ში გამარჯვებისათვის.

სტუ-ს სტუდენტური თვითმმართველობა კიდევ ერთხელ დიდ მადლობას უხდის თითოეულ სტუდენტს ვინც ამ ხნის განმავლობაში სხვადასხვა ფორმით აქტიურად იყო ჩართული სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების დახმარების პროცესში თუ ქალაქის დასუფთავების აქციაში.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები