კონფერენცია ენერგეტიკული სექტორის წარმომადგენლებისთვის

29-04-2015
კონფერენცია

,,ახალგაზრდების ჩართულობა ელექტროენრგიით ვაჭრობის მექანიზმის შემუშავების პროცესში”

29 აპრილს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩატარდა კონფერენცია ,,ახალგაზრდების ჩართულობა ელექტროენრგიით ვაჭრობის მექანიზმის შემუშავების პროცესში”. კონფერენცია აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროექტის ,,მმართველობა განვითარებისათვის” და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს მიერ იყო ორგანიზებული.
ღონისძიება გახსნა საქართველოს ვიცე პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ. ღონისძიებას ესწრებოდნენ აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და "მმართველობა განვითარებისთვის" პროექტის წარმომადგენლები, ასევე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგნელები, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები.
კონფერენცია გამიზნული იყო ენერგეტიკული სექტორისა დ აახალგაზრდა ინჟინრებისთვის და ითვალისწნებდა ახალგაზრდა ინჟინრების როლის გაძლიერებას საქართველოს ენერგეტიკული სექტორის განვითარებაში და ენერგეტიკის სექტორის წარმომადგენლებისთვის ინფორმაციის დროულ მიწოდებას, ასევე, მათ შორის მჭიდრო თანამშრომლობის ხელშეწყობას.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები