დაპროგრამებაში პირადი პირველობის შედეგები

06-04-2015
პირადი პირველობა დაპროგრამებაში 2015
შედეგები

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში ჩატარდა სტუ-ს 2015 წლის პირადი პირველობა დაპროგრამებაში.

პირველობის შედეგების მიხედვით, სტუ-ს შარშანდელმა ჩემპიონმა, ნოდარ დარჩიაშვილმა, შეძლო ჩემპიონის ტიტულის შენარჩუნება. 

მაღალი კლასი დაადასტურა გამარჯვებულის ძმამ, გიორგი დარჩიაშვილმა (2013 წლის პირველობის გამარჯვებულმა). გიორგი დარჩიაშვილმა 3 ამოცანა ამოხსნა. თანაც იგი იყო ეღთადერთი, ვინც ამოხსნა საკმაოდ რთული მომენტების შემცველი ამოცანა D. გიორგი დარჩიაშვილი მეორე ადგილზე გავიდა.

მესამე ადგილი კი დაიკავა გამოცდილმა ოლიმპიელმა, დავით სირბილაძემ, რომელიც დაგვიანებით შეუერთდა ოლიმპიადის მონაწილეებს.

აღსანიშნავია, რომ მონაწილეებს ჰქონდათ ყველა პირობა შესაძლებლობების საუკეთესოდ გამოსავლენად. შეჯი
ბრების დროს არ ჰქონია ადგილი არც ერთ საორგანიზაციო ან ტექნიკურ მტყუნებას.


 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები