საერთაშორისო აღიარება

22-01-2010
სტუ პროფესორი გიორგი სალუქვაძე აღმოსავლეთის ქვეყნების არქიტექტურის
საერთაშორისო აკადემიის აკადემიკოსად აირჩიეს 
 
15 იანვარს აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში აღმოსავლეთის ქვეყნების არქიტექტურის საერთაშორისო აკადემიის პრეზიდიუმის მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც ამ აკადემიის პრეზიდენტი, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, აზერბაიჯანის დამსახურებული არქიტექტორი, აკადემიკოსი შამილ ფატულაევი თავმჯდომარეობდა.
აღნიშნულ სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკის და დიაზაინის ფაკულტეტის პროფესორი, სტუ-ის აკადემიური საბჭოს წევრი და მდივანი, პროფესორი გიორგი სალუქვაძე არჩეული იქნა ამ აკადემიის აკადემიკოსად. მანამდე გ. სალუქვაძე იყო აღმოსავლეთის ქვეყნების არქიტექტურის საერთაშორისო აკადემიის წევრ-კორესპონდენტი.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები