იტალიური სასწავლო სტიპენდიები

28-01-2015
ასოციაცია “რონდინე, მშვიდობის ციტადელი”-ს სასწავლო სტიპენდიები

იტალიური ასოციაცია "რონდინე, მშვიდობის ციტადელი" (Rondine Cittadella della Pace)  აცხადებს სასწავლო სტიპენდიების პროგრამას.
პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ 21-დან 26 წლამდე ახალგაზრდებს.

სტიპენდია ითვალისწინებს "რონდინეს" საერთაშორისო სტუდენტურ  ცენტრში ჩარიცხვასა და ასოციაციის საგანმანათლებლო პროგრამაში მონაწილეობას, რაც გულისხმობს:
- იტალიური ენისა და კულტურის სემესტრულ კურსზე დასწრებას;
- სურვილისამებრ ფლორენციის, სიენის, პიზის ან პერუჯის უნივერსიტეტში ერთწლიან სამაგისტრო კურსზე დასწრებას;
- ასოციაციის მიერ ორგანიზებულ აქტივობებში მონაწილეობას.
საერთაშორისო სტუდენტურ ცენტრში ჩარიცხვის მოთხოვნას თან უნდა ახლდეს ყველა ის დოკუმენტი, რომელიც მითითებულია ოფიციალურ განაცხადს თანდართული სააპლიკაციო ფორმის ბოლო გვერდზე. ასოციაციამ მოთხოვნა უნდა მიიღოს არაუგვიანეს 2015 წლის 1 მარტისა. 

დეტალური ინფორმაცია კონკურსის პირობების შესახებ განაცხადისა და სააპლიკაციო ფორმის ჩამოსატვირთად იხილეთ: http://www.rondine.org/images/media/Application_2015_South_Caucasus.pdf 


 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები