პროექტი IANUS II

25-11-2014
პროექტი IANUS II 

საინფორმაციო - გაცნობითი პრეზენტაცია 

24 ნოემბერს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში IANUS II მობილობის პროექტთან  (ერაზმუს მუნდუსის პროგრამა) დაკავშირებით საინფორმაციო - გაცნობითი პრეზენტაცია გაიმართა. შეხვედრა ჩაატარა საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციამ Erasmus Student Network (ESN) Tbilisi ISU.
შეხვედრის ბოლოს ასევე, ჩატარდა ტრეინინგი, სადაც დაინტერესებულ სტუდენტებს შესაძლებლობა მიეცათ, გაცნობოდნენ ისეთი სახის ინფორმაციას, როგორიცაა პროექტისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება, მათ შორის სამოტივაციო წერილის დაწერა, CV შედგენა EUROPASS ფორმატში და სხვ.
ღონისძიების დასასრულს გამართულ კითხვა-პასუხის რეჟიმში სტუდენტებმა ამომწურავი პასუხები მიიღეს მობილობის პროექტთან დაკავშირებით მათთვის საინტერესო შეკითხვებზე.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები