ხაზარის უნივერსიტეტის დელეგაცია

12-11-2014
ბაქოს ხაზარის უნივერსიტეტის დელეგაციის ვიზიტი სტუ-ში

12 ნოემბერს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ეწვია ბაქოს ხაზარის უნივერსიტეტის (აზერბაიჯანი) დელეგაცია რექტორის, პროფ. ჰამლეტ ისახანლის ხელმძღვანელობით. სტუმრებს შორის იყვნენ ასევე, ხაზარის უნივერსიტეტის პრორექტორი პროფ. ისახან ისახანლი და საინჟინრო და გამოყენებით მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფ. ჰასან ნიკნაფსი.

ბაქოს ხაზარის უნივერსიტეტი შეიქმნა 1991 წელს, როგორც პირველი კერძო უმაღლესი სასწავლებელი აზერბაიჯანში.

უნივერსიტეტში ფუქნციონირებს 6 ფაკულტეტი:
• საინჟინრო და გამოყენებითი მეცნიერებები;
• ეკონომიკა და მენეჯმენტი
• ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებები
• პედაგოგიური
• იურიდიული მეცნიერებები
• სამედიცინო მეცნიერებები

ტექნიკურ უნივერსიტეტში გამართულ შეხვედრაზე განხილული იქნა მომავალი თანამაშრომლობის საკითხები, ხელი მოეწერა მემორანდუმს სტუ-სა და ხაზარის უნივერსიტეტს შორის. 

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები