კერამიკული ყვავილების გამოფენა

31-10-2014
კერამიკული ყვავილების გამოფენა

20 ოქტომბერს სტუ-ს გალერეა ,,უნივერსში” საქართველოს პროფესიონალ ქალთა ასოციაციის ეგიდით ნანა მჭედლიშვილის კერამიკული ყვავილების პერსონალური გამოფენა გაიხსნა. 
მედიცინის დოქტორი ნანა მჭედლიშვილი საქართველოს ოფთალმოლოგთა, ექიმ ქალთა, პროფესიონალ ქალთა, მსოფლიო, ევროპის და საქართველოს კერამიკოსთა ასოციაციების, გერმანიის ქალაქ ოსტერ-ჰოლც შარმბექის მხატვართა კავშირის და სოროპტიმისტ ქალთა კლუბის წევრია. როგორც მოყვარული კერამიკოსი, უკვე 19 წელია, რაც ქართული ხელოვნების ერთ-ერთ უძველეს და ტრადიციულ დარგს კერამიკას ეზიარა და გამორჩეული სიტყვა თქვა კერამიკაში, რაზეც მეტყველებს მის მიერ შექმნილი 300-მდე ნამუშევარი, იქნება ეს დიდი თუ მცირე ზომის პანო, 20-მდე პერსონალური გამოფენა თბილისსა თუ საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში (ქუთაისი, საგარეჯო, გორი) და ქვეყნის ფარგლებს გარეთ (გერმანია, აზერბაიჯანი, ბულგარეთი, პარიზი).
ნ. მჭედლიშვილს სპეციალობის შეცვლა არ უცდია, უბრალოდ კერამიკულ ყვავილთა სამყაროში გადაინაცვლა და ამჯერად ,,კერამიკულ ყვავილთა” კოლექციის ნოვატორად მოგვევლინა.
  
   


 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები