ღია კარის დღე

30-10-2014
სასტიპენდიო კონკურსი 
საზღვარგარეთ სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მსურველთათვის

3 ნოემბერს, 12:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის შენობაში (გუდიაშვილის 7) გაიმართება განათლების საერთაშორისო ცენტრის სასტიპენდიო კონკურსის ღია კარის დღე.

განათლების საერთაშორისო ცენტრი აცხადებს სასტიპენდიო კონკურსს სტუდენტებისთვის, რომელიც ითვალისწინებს საზღვარგარეთ სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების შესაძლებლობებს. 

განათლების საერთაშორისო ცენტრი 2014 წელს დაფუძნდა პრემიერ-მინისტრის ინიციატივით და მიზნად ისახავს სახელმწიფო განვითარების პრიორიტეტების გათვალისწინებით საერთაშორისო კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტების მომზადებას.

აღნიშნული კონკურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში, სტუდენტები მოიპოვებენ სახელმწიფო სტიპენდიას, რომელიც ფარავს როგორც სწავლის, ისე ცხოვრების ხარჯებს (ან რომელიმე მათგანს).

აპლიკანტების საბუთების მიღება 3 ნოემბერს დაიწყება და 19 დეკემბრამდე გაგრძელდება.
 
ღია კარის დღეზე სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებად დეტალურად გაეცნონ კონკურსში მონაწილეობის პირობებს, კონკურსანტთა შეფასების კრიტერიუმებს და კონსულტაციები გიარონ უშუალოდ განათლების საერთაშორისო ცენტრის წარმომადგენლებთან.

განათლების ცენტრის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ცენტრის საიტზე: www.iec.gov.ge 

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები