ემერიტუსის მინიჭების წესი

24-10-2014
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური წოდების  - ემერიტუსის მინიჭების  წესი“

I

1. ემერიტუსის წოდება შეიძლება მიენიჭოს განსაკუთრებული დამსახურებისათვის პირს, რომელიც უნივერსიტეტში ეწევა ნაყოფიერ სასწავლო-სამეცნიერო და საზოგადოებრივ საქმიანობას უნივერსიტეტის რექტორის, ფაკულტეტის საბჭოს ან/და აკადემიური საბჭოს წევრის წარდგინებით;

2. ემერიტუსის წოდების მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს აკადემიური საბჭო ფარული კენჭისყრით. საბჭო უფლებამოსილია თუ მას ესწრება საბჭოს სიითი შემადგენლობის ორი მესამედი მაინც, ხოლო გადაწყვეტილება  მიიღება დამსწრე წევრთა უმრავლესობით;

3. უნივერსიტეტის პროფესორის ან ასოცირებული პროფესორისათვის ემერიტუსის წოდების მინიჭების საკითხს აკადემიური საბჭო განიხილავს იმ შემთხვევაში თუ:

- კანდიდატს ემერიტუსის სტატუსის მინიჭების  მომენტისათვის  უჭირავს შესაბამისი აკადემიური თანამდებობა;
- აქვს  უმაღლეს სასწავლებელში  სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობის როგორც წესი  არანაკლებ 20     წლიანი გამოცდილება;

4. პირისათვის ემერიტუსის წოდების მინიჭებისათვის აუცილებელია მისი თანხმობა;

5. ემერიტუსის წოდების მქონე პირისათვის ანაზღაურების მიცემის საკითხს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში წყვეტს აკადემიური საბჭო შემდეგი წესით: ემერიტუსის წოდების მინიჭების მომენტისათვის აკადემიური თანამდებობის შესაბამისი სარგოს არანაკლე 50% - არაუმეტეს 60%, ხოლო თუ პირი იმავდროულად არის ან იყო აკადემიური საბჭოს ან წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) წევრი, რექტორი, წარმომადგენლობითი საბჭოს  (სენატის) სპიკერი, რექტორის  მოადგილე,  უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი (კანცლერი), დეკანი ან აკადემიური დეპარტამენტის უფროსი (კათედრის  გამგე) აკადემიური თანამდებობის სარგოს არანაკლებ 70% და არაუმეტეს 80%-სა.

6. ემერიტუსის წოდების მქონე პირის ანაზღაურების წესი ან/და ემერიტუსის წოდების მქონე პირის ანაზღაურების ოდენობა შესაძლოა გადაიხედოს/შეიცვალოს უნივერსიტეტის შესაბამისი წლის ბიუჯეტის მიხედვით;

7. ემერიტუსის წოდების მქონე პირს იმავდროულად არ შეიძლება ეკავოს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ადმინისტრაციული აკადემიური თანამდებობა;

8. ემერიტუსის წოდების მინიჭების  შესახებ აკადემიურ საბჭოს  გადაწყვეტილების  მიღებისთანავე პირი  თავისუფლდება  დაკავებული აკადემიური თანამდებობიდან;

9. ემერიტუსის წოდების მინიჭების დროს აკადემიური საბჭოს სხდომაზე პირს გადაეცემა უნივერსიტეტის დამსახურებული პროფესორის დიპლომი;

10. ემერიტუსის წოდების მქონე პირის სახელი შეტანილ იქნება უნივერსიტეტის დამსახურებული პროფესორის წიგნში.


II

      ემერიტუსის  წოდების  მინიჭების   შემთხვევაში 

- შეტანილ იქნეს ცვლილება შესაბამისი ფაკულტეტის საშტატო განრიგში და გამონთავისუფლებული საათები გადაეცეს უნივერსიტეტის საათობრივ  ფონდს.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები