სამეცნიერო-ტექნიკური კონფერენცია

22-10-2014
საქართველო-პოლონეთის სამეცნიერო-ტექნიკური კონფერენცია 
“ევროპა-აზიის სატრანსპორტო ხიდი”

22 ოქტომბერს საქართველოს ტექნიკურ უნივესრიტეტში გაიხსნა  საქართველო-პოლონეთის სამეცნიერო-ტექნიკური კონფერენცია “ევროპა-აზიის სატრანსპორტო ხიდი”. 

კონფერენციის სამუშაო ენებია: ქართული, პოლონური, ინგლისური და რუსული. 

კონფერენციის სამუშაო თემებია: 
• რკინიგზის ტრანსპორტის თანამედროვე მდგომარეობა, პრობლემები და განვითარების ტენდენციები;
• საავტომობილო ტრანსპორტის თანამედროვე მდგომარეობა, პრობლემები და განვითარების ტენდენციები;
• საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტი და შესაბამისი ინფრასტრუქტურა;
• სამრეწველო ტრანსპორტი, საბაგირო გზები და მილსადენები;
• მუნიციპალური და ველოსიპედური ტრანსპორტი;
• ინტერმოდალური, მულტიმოდალური და კომბინირებული ტრანსპორტი;
• მოძრაობის უსაფრთხოება;
• სატრანსპორტო ლოჯისტიკა, ტრანსპორტის მართვა და ეკონომიკის საკითხები;
• სატრანსპორტო საშუალებების წარმოება და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის შექმნა;
• დინამიკური მოვლენები სატრანსპორტო და სამრეწველო დანიშნულების  მანქანებში;
• მანქანების დიაგნოსტიკა, ტექნიკური მომსახურება და ტექნიკური მდგომარეობის მონიტორინგი;
• ხახუნის კვანძები, კონსტრუქციული და შემზეთი მასალები, ხახუნის მოდიფიკატორები;
• ინტელექტუალური სატრანსპორტო სისტემები;
• ტრანსპორტის გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე, ერგონომიკის საკითხები და გარემოს დაცვა;
• სატრანსპორტო განათლების პრობლემები;
• სატრანსპორტო იურისდიქცია.

კონფერენცია 24 ოქტომბერს დასრულდება. 


 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები