ახალი ლაბორატორიის შექმნა

20-11-2009
არქიტექტურის ფაკულტეტზე მდგრადი განვითარების არქიტექტურის ლაბორატორია შეიქმნა
 
  
20 ნოემბერს სტუ-ს არქიტექტურის ფაკულტეტზე კომპანია Wood Service მხარდაჭერით გაიხსნა მდგრადი განვითარების არქიტექტურის ლაბორატორია. ლაბორატორიის გახსნას ესწრებოდნენ სტუ-ს რექტორი, პროფ. არჩილ ფრანგიშვილი და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, არქიტექტურის ფაკულტეტის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები. შეხვედრა გახსნა ფაკულტეტის დეკანმა, პროფ. გოჩა მიქიაშვილმა, რომელმაც ისაუბრა ახალი ლაბორატორიის შესახებ და ხაზი გაუსვა კომპანია Wood Service ხელმძღვანელობის თანადგომას ფაკულტეტის საქმიანობაში, კერძოდ, ლაბორატორიის დაარსების გარდა აღნიშნული ფირმის დახმარებით შემუშავდა საასწავლო სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები.
სიტყვით გამოვიდა Wood Service ხელმძღვანელი, ზაალ ხელაძე, რომელმაც ტექნიკურ უნივერსიტეტთან კომპანიის მომავალი თანამშრომლობის შესახებ ისაუბრა.


 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები