საერთაშორისო ეკონომიკური კონფერენცია

17-10-2014
ეროვნული ეკონომიკის განვითარების მოდელები: 
გუშინ, დღეს, ხვალ

17 ოქტომბერს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიხსნა ,,მეორე საერთაშორისო ეკონომიკური კონფერენცია - IEC 2014’’- ,,ეროვნული ეკონომიკის განვითარების მოდელები: გუშინ, დღეს, ხვალ’’.
კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას ღებულობენ ცნობილი მეცნიერები პოლონეთიდან, ესტონეთიდან, ლიტვიდან, უკრაინიდან, ყაზახეთიდან, სომხეთიდან, რუსეთიდან და სხვა ქვეყნებიდან.
კონფერენცია 18 ოქტომბერს დასრულდება.
17 ოქტომბერს, ასევე, გაფორმდა მემორანდუმი უკრაინის ქ. ჩერკასის სახელმწიფო ტექნოლოგიურ უნივერსიტეტსა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის.
უკრაინული მხრიდან მემორანდუმს ხელი მოაწერა ჩერკასის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი თამარა კაჩალამ, ხოლო საქართველოს მხრიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა არჩილ ფრანგიშვილმა.
 


 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები