სამეცნიერო სესია

09-10-2014
სამეცნიერო სესია 

„ა. ნობელის დღე - გენური ინჟინერია და ღეროვანი უჯრედები“

2014 წლის 10 დეკემბერს, 11:00 სთ., დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში (მედიქლაბ ჯორჯია-ს საკონფერენციო დარბაზი) გაიმართება III სამეცნიერო სესია „ა. ნობელის დღე - გენური ინჟინერია და ღეროვანი უჯრედები“. 

სესიაში მონაწილეობა შეუძლიათ სტუდენტებსა და ახალგაზრდა მეცნიერებს მედიცინის, ფარმაციისა და ბიომედიცინის მიმართულებით. სესიაზე შეგიძლიათ წარმოადგინოთ ზეპირი მოხსენებები ან მიიღოთ მონაწილეობა დებატებში, გენური ინჟინერიისა და ღეროვანი უჯრედების აქტუალურ საკითხებზე.

დარეგისტრირების ბოლო ვადაა 18 ოქტომბერი.

დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ: www.dtmu.edu.ge 


 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები