სასწავლო პროგრამა

24-09-2014
სასწავლო პროგრამა 
"დიპლომატია და პოლიტიკა პრაქტიკაში"

საქართველოს დიპლომატიისა და პოლიტიკის აკადემია იწყებს ახალ პროგრამას "დიპლომატია და პოლიტიკა პრაქტიკაში", ასევე მიმდინარეობს საქართველოს ახალგაზრდული დელეგაციის წევრების შერჩევა, რომლებიც გაემგზავრებიან ევროსაბჭოს კონგრესის 27-ე სესიაზე.
 
საქართველოს დიპლომატიისა და პოლიტიკის აკადემია ბრიუსელის დიპლომატიისა და პროტოკოლის აკადემიის ექსკლუზიური პარტნიორია, ასევე აკადემია თანამშრომლობს ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების სტაჟირების ცენტრებთან. 
 
აკადემიის მსმენელთათავის გაიცემა ორენოვანი სერთიფიკატი. წარმატებულ აპლიკანტებს შესაძლებლობა აქვთ მიიღონ 30%-იანი დაფინანსება. მსურველებმა CV და სამოტივაციო წერილი უნდა გამოგზავნონ არაუგვიანეს 2014 წლის 29 სექტემბრისა. 
 
რაც შეეხება ახალგაზრდული დელეგაციის ვიზიტს სტრასბურგში, დელეგაციის წევრებს შესაძლებლობა ექნებათ 5 დღის განმავლობაში დაესწრონ უმაღლესი რანგის სესიებს, ჩაერთვნენ ევროსაბჭოს "ახალგაზრდების გაძლიერების პროგრამის" შემუშავებაში. პროექტში მონაწილეობისათვის მსურველებმა უნდა გამოგზავნონ ასევე CV და სამოტივაციო წერილი არაუგვიანეს 2014 წლის 25 სექტემბრისა

დეტალური ინფორმაციისათვის მიმართეთ:
საკონტაქტო პირი: ანა მოსიაშვილი
ტელ.: 555556308
ელ.ფოსტა: academy@georgiandiplomacy.org  

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები