თბილისის საპატიო მოქალაქე

09-11-2009
ბატონ ჯუმბერ ლეჟავას
“თბილისის საპატიო მოქალაქის” წოდება მიენიჭა
 
25 ოქტომბერს თბილისობის დღესასწაულზე ბატონ ჯუმბერ ლეჟავას “თბილისის საპატიო მოქალაქის” წოდება მიენიჭა. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის N41 კათედრის ლაბორატორიის გამგე, ბატონი ჯუმბერ ლეჟავა მსოფლიოს მრავალი ასოციაციისა და აკადემიის საპატიო წევრია.
,,მსოფლიო მოქალაქე და სპორტსმენი”,  “საქართველოს ადამიანი”, „მსოფლიოს ადამიანი”, 14 გზის მსოფლიო ჩემპიონი და გინესის რეკორდსმენი დაჯილდოვებულია მრავალრიცხოვანი ორდენებითა და მედლებით, მათ შორის აღსანიშნავია “თავისუფლების” ოქროს მედალი და “ოქროს მედალი საქართველოსათვის”; ვ. გორგასალის I ხარისხის ორდენი...
იგი ბერმუდის სახელმწიფოს და ფოლკლენდის კუნძულების “საპატიო მოქალაქე”, აგრეთვე რუსთავისა და იყალთოს “საპატიო მოქალაქეა”. კემბრიჯის უნივერსიტეტმა მას “აღმატებულობის წოდება” მიანიჭა.
ვულოცავთ ბატონ ჯუმბერს და ვუსურვებთ წინსვლას პირად და პროფესიულ ასპარეზზე.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები