საერთაშორისო კონფერენცია

10-07-2014

საერთაშორისო კონფერენცია  

„არქიტექტურის და ქალაქთმშენებლობის თანამედროვე პრობლემები“

11-12 ივლისს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ურბანისტიკის და დიზაინის ფაკულტეტის თაოსნობით, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის და თბილისი მერიის ხელისშეწყობით, რადისონ ბლუ ივერიას სასტუმროს საკონფერენციო დარბაზში ტარდება საერთაშორისო კონფერენცია „არქიტექტურის და ქალაქთმშენებლობის თანამედროვე პრობლემები“.

კონფერენცია მიზნად ისახავს:

•      საქართველოში არქიტექტურის და ურბანისტიკის სფეროში არსებული კრიზისის გამომწვევი ფაქტორების გამოვლენას მდგრადი განვითარების კონტექსტში ;

•      ქალაქთმშენებლობითი პრობლემების აღმოფხვრისადმი მიძღვნილ პროფესიულ დისკუსიებში საზოგადოების ფართო ფენების , მათ შორის უმაღლესი სახელისუფლებო სტრუქტურების და მოსახლეობის ჩართვას;

•      ქართული არქიტექტურის და ქალაქმშენებლობის პრობლემატიკის უცხოელ კოლეგებთან წარმოჩენას და ამ პრობლემების გადაჭრის პროცესში ურბანისტების და არქიტექტორების სოციალური როლის განსაზღვრას და დამკვიდრებას;

•      სხვადასხვა ქვეყნის ურბანისტებსა და არქიტექტორებს შორის პროფესიული გამოცდილების გაზიარებას და ერთიან საინფორმაციო სისტემაში ინტეგრაციას.

კონფერენციაზე იგეგმება 8 ქვეყნის 25–ზე მეტი მომხსენებლის გამოსვლა.


 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები