კონფერენცია

13-10-2009
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია
 
13 ოქტომბერს სტუ-ში გაიხსნა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია “მოწინავე მსუბუქი კონსტრუქციები და რეფლექტორული ანტენები”. კონფერენციის ორგანიზატორია ტექნიკური უნივერსიტეტის ნაგებობების, სპეციალური სისტემებისა და საინჟინრო უზრუნველყოფის ინსტიტუტი.
კონფერენცია ჩატარდება 14-16 ოქტომბერს და იგი ეძღვნება პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის – დიდი გასაშლელი რეფლექტორის ღია კოსმოსში გაყვანისა და წარმატებული ექსპერიმენტის მეათე წლისთავს.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები