საერთაშორისო სიმპოზიუმი

19-06-2014

საერთაშორისო სიმპოზიუმ

,, პირველი მსოფლიო ომი და სამხრეთ კავკასია ”

19 საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ბიზნეს – ინჟინერინგის ფაკულტეტისა და ევროინტეგრაციის ცენტრის ორგანიზატორობით საერთაშორისო სიმპოზიუმი "პირველი მსოფლიო ომი და სამხრეთ კავკასია"  გაიხსნა, რომელიც პირველი მსოფლიო ომის დაწყებიდან ასი წლისთავს ეძღვნება. 

წელს სრულდება წელი. ამ ომმა უდიდესი ნგრევა მოუტანა კაცობრიობას. სწორედ პირველი მსოფლიო ომის შედეგად დაიშალა ევროპული იმპერიები და მათ ადგილზე აღმოცენდა ეროვნული სახელმწიფოები,  მათ შორის საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკები. სამხრეთ კავკასიის რეგიონის სახელმწიფოების ჩამოყალიბების ისტორიის, მათი შემდგომი განვითარების, თანამედროვეობის აქტუალური პრობლემების გაშუქებასა და უკეთ წარმოჩენას ეძღვნება ეს სიმპოზიუმი. 

სიმპოზიუმის მიზანია:

  • საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნების საგარეო პოლიტიკის საკითხების კვლევა როგორც აღმოსავლეთ ევროპის ცალკეულ ქვეყანაში, ასევე, ზოგადად,  რეგიონში;
  • ქართულ – კავკასიური და ქართულ – ევროპული ურთიერთობების შესწავლა ; 
  • ქართველ და კავკასიელ ევროპისმცოდნეთა მუშაობის კოორდინირება და მათი კონტაქტების გაღრმავება უცხოელ, უპირველესად ევროპელ,  კოლეგებთან.

სიმპოზიუმი ორდღიანია და 20 ივნისს დასრულდება.


 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები