საჩუქარი ტექნიკურ უნივერსიტეტს

19-06-2014

საჩუქარი ტექნიკურ უნივერსიტეტს

19 ივნისს  საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს სასწავლო და სამეცნიერო აპარატურის  მწარმოებელი გერმანული ფირმის  „PHYWE “ წარმომადგენლები ეწვივნენ.

ფირმის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ჯიმშერ ღურწკაიამ, საინჟინრო-ფიზიკის დეპარტამენტს საჩუქრად  გადასცა ეკოლოგიის ულტრათანამედროვე ლაბორატორია.

პროფესორებმა ედუარდ ვიტინგმა და ხორსტ ებერტმა  ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესურას  ფირმის შესაძლებლობები გააცნეს. შეხვედრაზე, ასევე, განხილული იქნა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და გერმანულ კომპანიას შორის მომავალი თანამშრომლობის საკითხები.



 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები