საჩუქარი

15-09-2009
საჩუქარი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს 
 
15 სექტემბერს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს სტუმრობდნენ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ტყეშელაშვილი და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თვამჯდომარე რამაზ ნიკოლაიშვილი, რომლებმაც ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს საზეიმო ვითარებაში გადასცეს ძვირადღირებული ტექნიკა.
 
მიმდინარე წლის მარტის თვეში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომლის საფუძველზეც მოხდა საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ აღნიშნული ტექნიკის გადაცემა ტექნიკური ნივერსიტეტის სტუდენტებისათვის, რომლებიც გზების, ხიდებისა და გვირაბების მშენებლობას ეუფლებიან. მემორანდუმის პირველ ეტაპზე კი 30 სტუდენტმა გადამზადების სერთიფიცირებული კურსები გაიარა.
 

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები