უკრაინელი სტუმრები

11-09-2009
უკრაინელი სტუმრების ვიზიტი სტუ-ში
 
11 სექტემბერს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს სტუმრობდნენ პოლტავის სამომხმარებლო კოოპერაციის უნივერსიტეტის (ქ. პოლტავა, უკრაინა) ოფიციალური წარმომაგენლები უნივერსიტეტის ვიცე-რექტორის, პროფ. ოლგა კარპენკოს ხელმძღვანელობით.
 
უკრაინელი სტუმრები შეხვდნენ სტუ რექტორს, პროფ. არჩილ ფრანგიშვილს. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საერთაშორისო ურთიერთობებისა და სტანდარტების სამსახურის უფროსი, პროფ. ოთარ ზუმბურიძე და მეცნიერების დეპარტამენტის უფროსი, პროფ. დავით თავხელიძე.
რექტორმა ისაუბრა ტექნიკური უნივერსიტეტის სასწავლო-სამეცნიერო პოტენციალის შესახებ და სტუმრებს უმაღლესი სასწავლებლის სამომავლო გეგმები და პერსპექტივები გააცნო.
 
შეხედრაზე ასევე განიხილეს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და პოლტავის უნივერსიტეტს შორის მომავალი ურთიერთთანამშრომლობის საკითხები.  
 

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები