მემორანდუმი

28-05-2014 22 მაისს ქ. კიშინიოვში (მოლდოვეთი) გაფორმდა მემორანდუმი ტემპუსის RETHINK პროექტთან დაკავშირებით. პროექტი RETHINK - „განათლების რეფორმა ცოდნის საერთაშორისო გაცვლის საშუალებით“ სამწლიანია და 2016 წელს დასრულდება.

პროექტის კოორდინატორია ლისაბონის ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტი (პორტუგალია). პროექტის კონსორციუმის წევრია საქართველოს ტექნიკური უნიევსრიტეტი. კონსორციუმში საქართველოს გარდა ასევე შედიან პარტნიორი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები ისეთი ქვეყნებიდან, როგორიცაა პორტუგალია, ესპანეთი, ნიდერლანდები, გერმანია, სასომხეთი, აზერბაიჯანი, ბელორუსია, უკრაინა, მოლდოვეთი.

აღნიშნული პროექტის მიზანია საგანმანათლებლო, კულტურული და ბიზნეს კავშირების გაღრმავება და განმტკიცება გარემოსადცვის სფეროში და ამ მხრივ უმაღლესი განათლება - საზოგადოება ურთიერთობებში საერთო ენის გამონახვა. 


 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები