პრეზენტაცია

27-05-2014

პრეზენტაცია

27 მაისს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცენტარლურ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში გაიმართა პრეზენტაცია EBSCO მონაცემთა ბაზებთან დაკავშირებული სერვისების შესახებ. პრეზენტაცია EBSCO- ს რეგიონალურმა წარმომადგენლებმა ჩაატარეს.

EBSCO- დაახლოებით 10 წელია თანამშრომლობს ტექნიკურ უნივერსიტეტთან, მოწოდებული აქვს 15.000 დასახელების ჟურნალი და 10.000 წიგნი.

ამ პროექტს საქართველოში კურირებს საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის დირექტორი ბატ-ნი ირაკლი ღარიბაშვილი.

პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ: www.sciencelib.ge


 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები