სახალხო ზეიმი

27-05-2014

სახალხო ზეიმი

26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ სახალხო ზეიმში მონაწილეობდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და სამინისტროს დაქვემდებარებული ყველა უწყება, მათ შორის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიც.


სადღესასწაულო ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იყო საინფორმაციო ბანერები, ბუკლეტები, სხვადასხვა თვალსაჩინოებები და პრეზენტაციები საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შესახებ და ამგვარად, მოქალაქეებს შეეძლოთ გაცნობოდნენ ინფორმაციას ტექნიკურ უნივერსიტეტის შესახებ.

საზეიმო ღონისძიების ფარგლებში, ასევე წარმოდგენილი იყო საკონცერტო და სპორტული ნომრები სტუ-ს სტუდენტების მონაწილეობით.


 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები