საჩუქარი სტუ-ს

22-05-2014
საჩუქარი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს

ავსტრიული კომპანია “დოკა” საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის სასწავლო, სამეცნიერო და საექსპერტო ლაბორატორიას საჩუქარს გადასცემს.

“დოკას” ავსტრიიდან ჩამოტანილი ექსპონატები – “დოკას” შეფიცვრის (ყალიბის) ძირითადი სისტემები – ამჟამად “ექსპო ჯორჯიას” პავილიონშია გამოფენილი. 24 მაისს, გამოფენის დასრულების შემდეგ, ეს ექსპონატები სტუ-ში გადმოინაცვლებს.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის სასწავლო, სამეცნიერო და საექსპერტო ლაბორატორიაში განთავსებულია 80-ზე მეტი დასახელების დანადგარი და აპარატურა, რომლებიც საშუალებას იძლევა, ფართოდ აისახოს თანამედროვე სამშენებლო ტექნოლოგიები უშუალოდ სასწავლო პროცესში. კერძოდ, განხორციელდება 10-ზმდე ლაბორატორიული სამუშოს შესრულება საშენი მასალების, მასალათა გამძლეობისა და სამშენებლო კონსტრუქციების სასწავლო პროგრამების ფარგლებში. ამავე დროს, ლაბორატორიაში შესაძლებელია განხორციელდეს სამეცნიერო-კვლევითი და საექსპორტო და სამეურნეო სამუშაოები სამშენებლო ინდუსტრიის თანამედროვე მოთხოვნების გათვალისწინებით, კერძოდ, ლაბორატორიას აქვს როგორც პრაქტიკული დანიშნულების, ასევე კვლევითი ხასიათის სამუშაოების შესრულების პოტენციალი. ლაბორატორიის სამეცნიერო ხელმძღვანელია ა. მოწონელიძე, ლაბორატორიის გამგე – ვ. დვალიშვილი.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები