პრეზენტაცია

18-06-2009
საერთაშორისო განათლების ამერიკული საბჭოები
 
ლექტორთა გაცვლითი პროგრამა - JFDP 2009-2010 აკადემიური წლისათვის
 
 
 18 ივნისს, სტუ-ს ჟანი კალანდაძის სახელობის აუდიტორიაში ლექტორთა გაცვლითი პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა. საერთაშორისო განათლების ამერიკული საბჭოები ლექტორთა გაცვლითი პროგრამა - JFDP 2009-2010 აკადემიური წლისათვის - ითვალისწინებს უმაღლეს სასწავლებელთა ლექტორების ხუთთვიან სტაჟირებას შეერთებული შტატების უმაღლეს სასწავლებლებში (2010 წლის იანვრიდან მაისის ბოლომდე). პროგრამა გათვლილია სასწავლო პროგრამის განვითარებისა და სამასწავლებლო თვისებების შეძენისათვის.
 
პროგრამა დაფინანსებულია ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განათლებისა და კულტურის ბიუროს მიერ. პროგრამა ხორციელდება საერთაშორიო განათლების ამერიკული საბჭოების ორგანიზებით.
პროგრამაში მონაწილეობის მსურველს უნდა გააჩნდეთ საქართველოს უმაღლეს სასწავლებელში სწავლების მინიმუმ ორწლიანი გამოცდილება და ინგლისური ენის ცოდნის  მაღალი დონე. აპლიკანტი ვალდებულია მონაწილეობის განაცხადი წარადგინოს ამერიკულ საბჭოებში 7 აგვსტომდე.
კონკურსში გასვლის შემდეგ პროგრამაში მონაწილე მიიღებს სტიპენდიას და ასევე საშუალება ექნება აშშ-ს რომელიმე უმაღლეს სასწავლებელში წაიკითხოს ლექციები.
კონკურსში გასვლის შემდეგ კანდიდატს უფლება აქვს, მეუღლე და 21 წლამდე შვილი (დასაქორწინებელი) წაიყვანოს აშშ-ში 2 თვით.
 
 
 
 
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ
საერთაშორისო განათლების ამერიკული საბჭოების ოფისს: 
პროგრამის კოორდინატორი - ირმა ბარბაქაძე 
ი.ჭავჭავაძის გამზირი N27/29
თბილისი, 0179
ტელ.: 29-21-06 / 91-32-72 / 91-32-52.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები